ოდესის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ საკაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს, რომ მის ძმას დავით სააკაშვილს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყანაში მუდმივი ცხოვრების ნებართვა ჩამოართვა.
“ძალიან მდაბიო საქციელია! ბიზნესმენებს, რომლებიც გვეხმრებიან ხურავენ, ოლიგარქებს კი ხელს არავინ კიდებს. ასევე, გუშინ შევიტყვე, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წერილის საფუძველზე, ჩემს ძმას დავით სააკაშვილს მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაუუქმეს და ვალდებულია უკრაინა დატოვოს. ამასაც გავუმკლავდებით! ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ”, – წერს სააკაშვილი.