ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

” საქართველო ახორციელებს შთამბეჭდავ რეფორმებს, ეს ყველაფერი ნატოში გაწევრიანების ნაწილია”

ვაშინგტონში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალურმა მდივანმა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრა. იანს სტოლტენბერგის თქმით, არავის აქვს უფლება ჩაერიოს ამა თუ იმ ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პროცესში და საბოლოო გადაწყვეტილებას თავად ასპირანტი ქვეყანა და ალიანსი, ერთობლივად იღებენ.

“საქართველო ახორციელებს შთამბეჭდავ რეფორმებს, აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ახდენს თავდაცვითი სტრუქტურების მოდერნიზებას და ებრძვის კორუფციას. ეს ყველაფერი ნატოში გაწევრიანების ნაწილია. მე ყოველთვის ვუსვამ ხაზს, რომ რეფორმების გატარება კარგია, რადგან უახლოვდები ნატოს. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიზანი ნატოსთან დაახლოება არ არის, კორუფციას უნდა ებრძოდე და დემოკრატიულ ინსტიტუტებს აძლიერებდე. ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, ამას ორმაგი მიზანი აქვს, რადგან მისი მიზანი ნატოს წევრობაა. ნატო მხარს უჭერს მას რეფორმების პროცესში,” – განაცხადა სტოლტენბერგმა.

იტვირთბა....