ახალი ამბები მთავარი სამართალი

“შემეშინდა, 19 წლის ბიჭი მყავს”: ვინ გადაიღო ელისო კილაძის შვილის დაკავების ვიდეოკადრები

თბილისის პროკურატურაში, გაზეთ “ქრონიკა პლიუსის” მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის შვილის დაკავების საქმეზე, თვითმხილველი შორენა ლალიაშვილი იკითხება, რომელმაც დავით ხარშილაძის დაკავების ამსახველი ვიდეომასალა გადაიღო.

შორენა ლალიაშვილის განცხადებით, ის გეგმავს პროკურატურას მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია, რომელიც დავით ხარშილაძის დაკავებას ეხება. მისი თქმით აღნიშნული ვიდეომასალა პროკურატურას გუშინ გადასცა,  აქამდე კი  მას ფირების გასაჯაროების ეშინოდა.

მისი ინფორმაციით, 6 აპრილს მისის სახლი ელისო კილაძის მიმართვის საფუძველზე სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს, თუმცა იმის გამო, რომ მას ფირი გადაგდებული ჰქონდა, ვიდეომასალის ამოღება ვერ მოხერხდა.

„ეს ფირები არ იყო ადრე აღმოჩენილი, მე თვითონ 19 წლის ბიჭი მყავს, შემეშინდა, ვიცოდი რაც მოჰყვებოდა და ჩავთვალე, რომ ჯობდა გადამეგდო ეს ფირი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდოდა დავხმარებოდი ელისო კილაძეს და მის შვილს. ჩატარდა ჩხრეკა, ვერ ამოიღეს ფირი იმიტომ, რომ არ იყო, ამ არეულობის დროს რომ დავიწყე დალაგება არ ყოფილა გადაგდებული. ვიპოვე ნაგვის ურნასთან.

მე ვერ ვიცხოვრებდი იმითი, რომ უდანაშაულო დათოსთვის მიესაჯათ ამდენი წელი,“-განაცხადა შორენა ლალიაშვილმა.

შორენა ლალიაშვილი ამ წუთებში პროკურატურაში დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად იმყოფება.

იტვირთბა....