ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ინდოეთის საელჩო საქართველოში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ შესაძლოა, საქართველოში ინდოეთის საელჩო გაიხსნას.

„მოგეხსენებათ, ეს არის ქვეყანა მილიარდ 250 მილიონი მოსახლეობით, უზარმაზარი ბაზარია. მათი 2016 წლის ეკონომიკის ზრდა გახლავთ 7.5%. ძალიან დინამიურად განვითარებადი ქვეყანაა. იყო რამოდენიმე ძალზე მნიშვნელოვანი თემა. ეს გახლავთ სასქართველოში საელჩოს გახსნის თაობაზე.როგორც მოგეხსენებათ, დღეს საქართველოში ინდოეთის საელჩო არ არსებობს. კიდევ ერთი თემა გახლდათ პირდაპირი ფრენების შესახებ და ყველაზე მნიშვნელოვანი მეოთხე თემა ეს გახლავთ სატრანსპორტო კორიდორი. კორიდორის ძირითადი ხაზი მიდის ჩრდილოეთის პორტებზე, სანკტ პეტერბურგის პორტებზე და ბალტიისპირეთის.ჩვენ რუკაზე დავიტანეთ ასევე შავი ზღვის ქართული პორტები და გადავწყვიტეთ, რომ ამ თემაზე უახლოეს პერიოდში ვიზიტი დაიგეგმოს ჩვენი რკინიგზის, რომ ტექნიკურ დონეზე დაიწყონ ამ თემის შესწავლა“, – აღნიშნა გახარიამ.

ამასთან, მინისტრის თქმით, ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მუშაობას იწყება.

„ვიზიტის შედეგად ხელი მოეწერა საერთო განცხადებას მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების შესახებ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე და ამ განცხადებას ხელი მოეწერა ინდოეთის კომერციის მინისტრთან. შედეგად, ჩვენ მიზნად დავისახეთ, 6 თვეში ამ კვლევის დასრულება, რომ რაც შეიძლება მალე, იმ შემთხვევაში, თუ მიზანშეწონილობა დაფიქსირდება ორივე მხარის მხრიდან, გაფორმდეს მსგავსი ხელშეკრულება“,-აღნიშნა გიორგი გახარიამ.

იტვირთბა....