ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით,  დაკავებულია ლ.ჩ., რომლის მართვის ქვეშ არსებული  მანქანა “სუბარუს” ჩხრეკისას ამოღებული იქნა კალაშნიკოვის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

ლ.ჩ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარებას გულისხმობს.

იტვირთბა....