ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„პრეზიდენტის ფუნქციები მცირდება, არჩევის წესი იცვლება, უშიშროების საბჭო უქმდება”

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტის შინაარსიდან გამომდინარე, როცა პრეზიდენტს უმცირდება ფუნქციები და მისი არჩევის პირდაპირი წესი არაპირდაპირით იცვლება, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დადანაშაულება კომისიაში შემავალ ოპოზიციურ პარტიებთან კონსპირაციულ შეთქმულებში აზრს მოკლებული და არალოგიკურია.

„საკონსტიტუციო კომისიამ მასში შემავალ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მიიღო დოკუმენტი, როგორ მცირდება პრეზიდენტის ფუნქციები, როგორ იცვლება პირდაპირი არჩევის წესი არაპირდაპირით, როგორ უქმდება უშიშროების საბჭო, როგორ რჩება პრეზიდენტი ადმინისტრაციის გარეშე – ეს დოკუმენტი კომისიის იმ წევრებმა მიიღეს ერთობლივად, რომლებთანაც კონსპირაციულ შეთქმულებებში გვადანაშაულებდნენ. და სად არის აქ ლოგიკა? – თუ ასეთი ტიპის კონსპირაციულ შეთქმულებებს ვალაგებთ, გამოდის, რომ ჩვენ ვალაგებთ იმ კონსტიტუციურ პროექტს, რომელიც ამ კომისიამ მიიღო“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მისი თქმით, როდესაც უმრავლესობა თვითიზოლაციაშია და სხვისი აზრის გათვალისწინებაზე ცალსახად უარს ამბობს, სხვადასხვა სახის კონსპირაციული შეთქმულებების თეორიები ჩნდება.

„ერთ-ერთი ასეთი მთავარი კონსპირაციის თეორია ჩამოყალიბდა სწორედ ისე, რომ საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ჩვენ, თურმე, ვესაუბრებით საკონსტიტუციო კომისიის წევრებს სხვადასხვა შეთქმულების თეორიებზე, კომისიის დატოვებაზე და ა.შ., რაც აშკარად, ლოგიკასაა მოკლებული“, – აღნიშნავს გიორგი აბაშიშვილი.

 

იტვირთბა....