ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაჩეხილი ხეები და ნატა ნაზღაიძის ძმის საქმე: საკრებულოს დეპუტატები მერს კითხვებს უსვამენ

“მეტრონომი” საკრებულოდან: 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის საკრებულოში მერიის საქმიანობის შესახებ 2016 წლის ანგარიში წარადგინა. თბილისის მერმა  საკრებულოს დეპუტატებს თბილისის მერიის მიერ 2016 წელს  განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

 

დავით ნარმანიას განცხადებით, 2016 წლის ბიუჯეტის მოცულობა 842 966.4 ათასი ლარით განისაზღვრა. ამასთან, დაფიქსირდა გადასახდელების შესრულების 99%-იანი მაჩვენებელი.

 

თბილისის მერმა წლის მთავარ პრიორიტეტებად დაასახელა  ინფრასტრუქტურის განვითარება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა,  განათლება და გამწვანების ღონისძიებები. „ქალაქში არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, ჩვენ პროგრამული ბიუჯეტი სწორედ ამ საჭიროებებზე მივმართეთ და ძალა არ დავიშურეთ, რათა გარკვეულწილად მაინც მოგვეგვარებინა არსებული პრობლემები და თბილისელების ყოველდღიური ცხოვრება გაგვეხადა უკეთესი,“- განაცხადა თბილისის მერმა.

 

დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის, კრწანისი -შინდისისა და სამება-მახათას ახალი გზების,  კოჯორი-სამადლოს 6,4 კმ-იანი მონაკვეთისა და პუშკინის ესტაკადაზე.

 

დავით ნარმანიას განცხადებით, 2016 წელს თბილისში კაპიტალურად შეკეთდა 500-მდე ქუჩა.  2017 წელს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქის მასშტაბით არსებულ 600-მდე ქუჩას. სრული სარეკონსტრუქციო სამუშაოები  ჩატარდა გულუასა და ბარათაშვილის ხიდებზე, გაიხსნა ახალი ხიდი ზაჰესის დასახლებაში.

 

თბილისის მერის თქმით, ხიდების აღდგენა-რეაბილიტაციის გარდა, 2016 წელს 144 ობიექტზე განხორციელდა ავარიული კორპუსების გამაგრება-გაძლიერება.

 

თბილისის მერმა 2016 წლის მნიშვნელოვან პროექტებს შორის გამოყო  „ახალი ტფილისი“. დავით ნარმანიას განცხადებით, პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა და დავით აღმაშენებლის გამზირზე პირვანდელი სახით აღდგა 51 ისტორიული შენობა, მათ შორის, 41 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

დავით ნარმანიამ წლიური ანგარიშის მოხსენება დაასრულა.  დედაქალაქის მერის გამოსვლის შემდეგ დეპუტატები შეკითხვებს სვამენ, რის შემდეგაც დავით ნარმანია მათ უპასუხებს.

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატების კითხვები ნატა ნაზღაიძის ძმის საკითხს უკავშირდებოდა. 

სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები ყურადღებას დედაქალაქში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის, გაჩეხილ ხეებზე ამახვილებდნენ.

იტვირთბა....