ახალი ამბები მთავარი სამართალი

ორთაჭალაში, მამა 24 წლის შვილის ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

თბილისში, ორთაჭალაში,  მამა 24 წლის შვილის ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობაშია ბრალდებული.  შემთხვევა ბერძენის ქუჩაზე, შამოევების ოჯახში მოხდა.

მკვლელობის მოტივი უცნობია. სამართალდამცველებმა ცხედარი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. დაკავებულია მკვლელობაში ეჭვმიტანილიც.

როგორც “მეტრონომს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 11-108-ე და 236-ე მუხლებით აღიძრა, რაც ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

 

იტვირთბა....