საკრებულოში დღეს ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულთა კომპენსაციასთან დაკავშირებით თბილისის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ. ცვლილებების თანახმად, ერთი მილიონი ლარი მერიის სარეზერვო ფონდში გადაირიცხება, საიდანაც მოხდება დაზარალებულებზე გაცემა. 345 დაზარალებული ერთჯერადად მიიღებს სამი ათასი ლარის კომპენსაციას.
„ერთჯერადი დახმარება იქნება 3000 ლარი, რომელიც გაცემული იქნება მერის სარეზერვო ფონდიდან. ამას გარდა, რაიონული გამგეობიდან გაიცემა თანხები სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე. იქ უკვე 500-დან 1500 ლარამდეა. ეს დამატებითაა და წავა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან,“ – განმარტავს ჯაბა სამუშია.
დაზარალებულები 5000 ლარიან კომპენსაციას ითხოვდნენ , თუმცა მათ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.