აშშ-ის იერიშის შესახებ ტრამპმა პირველი კომენტარი ჟურნალისტებთან, თვითმფრინავში, საკუთარი კაბინეტის წინ გააკეთა, სადაც გამოჩნდა, რომ აშშ-ის მიერ სირიაში, ალ შარიათის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიშის განხორციელების დროს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი “ვარსკვლავურ ომებს” უყურებდა. ტრამპი იმ დროს ჩინეთში მიფრინავდა.
ფოტოებზე, რომელიც მედიაში გავრცელდა, ჩანს, რომ კომენტარის დროს ტრამპის კაბინასთან Star Wars-ის (“ვარსკვლავური ომების”) ფრენჩაიზის ბოლო ფილმი, Rogue One: A Star Wars Story იყო ჩართული.