ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სამართალი

ჩრდილოეთ ოსეთში აფეთქება მოხდა

რუსული მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ ოსეთის მოზდოკის რაიონში ერთ-ერთი მაცხოვრებლის მანქანაში თვითნაკეთი ნაღმი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მანქანაში მყოფი მგზავრი მძიმე მდგომარეობაშია. აგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. ჯერ-ჯერობით უცნობია რა გახდა აფეთქების მიზეზი. უცნობია ასევე, ეს არის თუ არა ტერორისტული აქტი.

შეგახსენებთ, რომ სანქტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში 3 აპრილს ტერორისტული აქტი განხორციელდა. ტერაქტის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. ტერორისტული აქტი ყირგიზული წარმოშობის რუსეთის მოქალაქე თვითმკვლელმა აკბარჟონ ჯალილოვმა განახორციელა. ტერორისტი 23 წლის იყო.

ტერორისტული აქტის შემდეგ ქალაქში პანიკა შეინიშნება. სანქტ–პეტერბურგში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.

იტვირთბა....