ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, თბილისში, კაიროს ქუჩაზე ცხედარი აღმოაჩინეს. წინასწარი ვერსიით, ახალგაზრდა კაცმა თავი საკუთარი სახლის ფარდულში ჩამოიხრჩო. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პატრული და კრიმინალური სამსახური. გარდაცვლილი პირი იდენტიფიცირებულია.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.