ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პრეზიდენტისგან უფრო შინაარსობრივ ტექსტს ველოდი”

 

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში შეაფასა:

„ველოდი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა უფრო შინაარსობრივი და საქმიანი იქნებოდა. გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ მქონდა მოლოდინი უფრო ობიექტური და შინარსობრივი ტექსტის. იყო ბევრ თემაზე საუბარი, მაგრამ ვთვლი, რომ კარგი იქნებოდა ტექსტი უფრო შინაარსობრივი და საქმესთან ახლოს ყოფილიყო.
პრეზიდენტმა ის პოზიტიური ტენდეციებიც აღნიშნა, რომელიც ეკონომიკაში გვაქვს. თუმცა, საერთო ჯამში ველოდით უფრო შინაარსობრივ ტექსტს,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში პარლამენტში დასრულდა. ორსაათიანი შესვენების შემდეგ პარლამენტში დებატები გაიმართება.

იტვირთბა....