ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ქიმიური თავდასხმის დროს სირიელმა კაცმა ოჯახის 25 წევრი დაკარგა (ვიდეო)

 

სირიელმა კაცმა  ბაშარ ასადის მიერ განხორციელებული ქიმიური  იერიშის შედეგად მთელი ოჯახი დაკარგა, კონკრეტულად კი ოჯახის 25 წევრი, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც მამაკაცი აცხადებს, მას დაეღუპა ტყუპი შვილები, ცოლი, ძმები, მათი შვილები, მშობლები და ა.შ.

CNN-თან ის იხსენებს, როგორ ცდლობდა გადაერჩინა ისინი:

„მე მივედი ჩემი მშობლების სახლში, ვცადე დავხმარებოდი ჩემს პირველ ძმას, ის იყო წამებით გარდაცვლილი. შემდეგ მივედი ჩემს მეორე ძმასთან, ისიც გარდაცვლილი იყო. წავედი, რომ მენახა ჩემი შვილები, ისინიც დამხვდნენ გარდაცვლილი. მათ პირზე იყო დორბლი, კრუნჩხვებში იყვნენ. აღარ მყავს არც ერთი ოჯახის წევრი. ჩემი ტყუპი შვილები – აჰმადი და აია, ჩემი ცოლი, ყველანი დაიხოცნენ – ჩემი ორი ძმა, მათი შვილები და ბიძაშვილები, დაახლოებით 25 ჩემი ოჯახის წევრი.

რატომ არ უსმენს საერთაშორისო საზოგადოება ხალხს? კიდევ არის იქ ჰუმანიტარული სინდიდი? ყველა არაბ ლიდერს სძინავს და ამერიკა აკეთებს იმას, რაც მის ინტერესებშია და რუსებს აქვთ თავიანთი საკუთარი ინტერესი ბაშართან, ისინი ტირანები არიან. ჩემი შვილები არ არიან პირველები, რომლებიც დაიღუპნენ“- ამბობს ის საკმაოდ ემოციურ ჩართვაში CNN-თან.

https://youtu.be/UixT3faOyPk

 

შეერთებულმა შტატებმა სირიაზე სამხედრო იერიში მიიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენლებზე დაყრდნობით „როიტერი“ ავრცელებს. ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ვაშინგტონმა 59 ე.წ Tomahawk-ის ტიპის შორი რადიუსის რაკეტა გამოიყენა.

აშშ-მ ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც იდლიბის მოსახლეობის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, სირიის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღი გამოიყენა. სისხლიან თავდასხმას 72 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით მოქალაქემ კი ინტოქსიკაცია მიიღო.

ამერიკელების მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები“, – განაცხადა ჰომსის გუბერნატორმა. როგორც Al Jazeera იუწყება, სირიის ხელისუფლება შაირათის ავიაბაზიდან დაშავებულთა ევაკუაციას ახორციელებს. გამოცემა Al Arabiya-ს ინფორმაციით, ავიაბაზაზე დარტყმის შედეგად ოთხი სამხედრო დაიღუპა, ხოლო ინფრასტრუქტურა სრულად განადგურდა.

იტვირთბა....