ახალი ამბები მთავარი სამართალი

მცხეთაში ავტოავარიის შედეგად პოლიციის ავტომობილი ამოტრიალდა

მცხეთაში პოლიციის ავტომობილს მსუბუქი მანქანა დაეჯახა, შეჯახების შედეგად კი „პიკაპის“ მარკის პოლიციის ავტომობილი ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე პოლიციელები ამ წუთებში მუშაობენ.

„მეტრონომს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო. უწყებაში ამბობენ, რომ ავტოავარიაში ბრალი პოლიციას არ მიუძღვის, რადგანაც სამართალდამცავების გაჩერებულ ავტომობილს მოულოდნელად მსუბუქი მანქანა დაეჯახა. მძღოლის თქმით, ეს ტექნიკური გაუმართაობით მოხდა და ბრალს აღიარებს.

იტვირთბა....