გიორგი უშიკიშვილი საკუთარ ფეისგვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა:
“როგორც “იბერიას” ეთერში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ახლანდელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ განაცხადა, დღევანდელმა კულტურის სამინისტრომ ფოლკლორი ააყვავა და ძალიან ბევრ ფულს გვაძლევსო (ცენტრის ბიუჯეტი მილიონზე ლარზე მეტია. ჩემი დირექტორობის პერიოდში ბიუჯეტი 500.000 ლარს არ ცდებოდა). ვეთანხმები, აბა კაცი ფოლკლორის ცენტრის დირექტორად დასვეს. ამასაობაში მისი ანსამბლისთვის ცალკე სსიპ-ი შექმნეს და ბიუჯეტიდან დაფინანსება მისცეს(250.000 ლარზე მეტი). ასევე ფოლკლორის ცენტრის თანამშრომელთა რაოდენობა სამჯერ გაიზარდა და ნეპოტიზმი ყვავის. აბა რაა, აყვავდა თქვენთვის ფოლკლორი:) იმ მოხუცებმა რა ქნან, რეგიონებში 80 ლარს რომ იღებენ, 5 კილომეტრს ფეხით რომ დადიან რეპეტიციაზე? თან იმასაც რომ აყვედრიან და ამ ხალხს პარტონი არ ჰყავს ეს არის ფოლკლორის აყვავება?
მოსხდნენ ბიჭები გაკეთებულზე და გაპრიალებულზე. დაირიგეს ხელფასები (პრემიებსაც არ იკლებენ) და ის ხალხი ვისგანაც სიმღერა ისწავლეს, მშივრები არიან. გცხვენოდეთ!!!!
ანუ გამოდის რომ დღეს ფოლკლორი არის მხოლოდ გიორგი დონაძე, მისი ანსამბლი, მისი მეგობრები და მფარველები. ჩვენ კი დანარჩენები ვინ ვართ თუ გვეტყვიან, მადლობელი ვიქნები. თუმცა ამას საღად მოაზროვნე საზოგადოება და დრო შეაფასებს.
ჩემი ანსამბლი არასდროს, არცერთი ხელისუფლების დროს არ დაფინანსებულა სახელმწიფო ბიუჯეტიდან”.
ცოტა ხანში გიორგი უშიკიშვილი ახალ პოსტს აქვეყნებს:
“მეგობრებო ეს ბიჭი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოადგილეა. ასევე სახელმწიფოსგან დაფინანსებული “ბასიანის” წევრი. შეაფასეთ რა ხალხია, საიდან მოვიდნენ და რა ღვარძლი აქვთ ამისთანა? 4 წელი ქონდათ ჩემზე რამე გამოექვეყნებინათ და ნეტა სად იყვნენ?:) მე კი არაფერი გამიკეთებია ამ კაცს რომ კითხო მაგრამ ამას ხალხი თავად შეაფასებს!
აქვე მინდა ვთქვა ის, რაც აქამდე არ მითქვამს. ეს ბიჭს რომელსაც ყველა გესტაპოთი მოიხსენიებს, ეს გესტაპო 2014 წელს ითხოვდა ჩემს დაპატიმრებას და ჩემს ხალხს ( მათ შორის ოჯახის წევრებს) მის მიერ წარგენილი დოკუმენტების გამო დაკითხვაზე დაატარებდა. მოვა დრო და ნათელი გახდება მისი მზაკვრობები. სხვათაშორის თავად ადასტურებს ამ ფაქტს რაც დავწერე თავისი წერილის ბოლოში, რომ ჩემი ადგილი ციხეშია.
და კიდევ, ამ პატარა გესტაპოს მინდა მივმართო რომ სანამ ჩემზე რამეს იტყვი მინიმუმ 10% მაინც უნდა გქონდეს გაკეთებული იმისა რაც მე გავაკეთე.
1 – ის შენობა სადაც შენ ეხლა ზიხარ და მე მლანძღავ ჩემი მოპოვებული და გარემონტებულია
2 – ის სკამი რაზეც შენ ზიხარ ჩემს მიერ მოპოვებული თანხით არის ნაყიდი
3 – ის მანქანა რომლითაც დღეს შენი დირექტორის ცოლი დადის ჩემი მოპოვებული თანხით არის შეძენილი
4 – ის მანქანა და ხმის ჩამწერი სტუდია რომლითაც შენს ანსამბლ ბასიანს იწერ ჩემი მოპოვებული თანხით არის შეძენილი
5 – ის სარეპეტიციო სადაც დღეს შენი ანსამბლი მეცადინეობს ჩემი გარემონტებულია
6 – ცენტრის ეზოში რომ კონცერტებს ატარებთ და თავს იწონებთ ჩემს მიერ მოპოვებული თანხით არის გაკეთებული
7 – შენ რომ ახლა მუშაობ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში და რომლის დირექტორის მოადგილე ხარ ცენტრის სახელიც ჩემი დარქმეულია
8 – დღეს რომ ფოლკლორის ცენტრს უნიკალური აუდიო, ფოტო და ვიდეო არქივი აქვს რომლითაც ეხლა თქვენ სარგებლობთ ჩემი დირექტორობის დროს შექმნილია
9 – თქვენ რომ შარშან ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი ჩაატარეთ ამ სახელით და ფორმით 2004 წელს ჩემი და ცენტრის თანამშრომლების დაარსებულია
10 – რომ ამაყობთ რომ ხალხური პოეზიის საღამო ჩაატარეთ ეგ საღამოები 2008 წელს ვახუშტი კოტეტიშვილის, თენგიზ მირზაშვილის, ეთერ თათარაიძის, ამირან არაბულის და ჩემი აღდგენილია.
და ბოლოს, ამ ყველაფერს იმ პროფესიონალებთან ერთად ვაკეთებდი რომლებიც ეხლაც მანდ მუშაობენ. მათ გარეშე არაფერი გამომივიდოდა. შენ კი მათ არ აფასებ!
ამიტომაც შეგერქვა გესტაპო!” – წერს უშიკიშვილი