დღეს, ბორჯომი-თბილისის ელექტრომატარებელი, სადგურ ბორჯომიდან, თითქმის სამი საათის დაგვიანებით გავიდა.
qartli.ge -ს ინფორმაციით, ამის მიზეზი, პოლიციის თანამშრომლების მიერ, მატარებელში საგამოძიებო მოქმედებების დაწყება გახდა.
ბორჯომიდან თბილისამდე არსებულ სადგურზე მომლოდინე ათასობით მგზავრისთვის მატარებლის დაგვიანების მიზეზი უცნობი იყო.
გორის სადგურში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მატარებელი დააყაჩაღეს.
როგორც “მეტრონომს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მგზავრების ძარცვა ან დაყაჩაღება არ მომხდარა, ადგილი ჰქონდა მატარებლის დაზიანებას, რის საფუძველზეც გამოძიება 187-ე მუხლის მიხედვით, (სხვისი ქონების დაზიანება) დაიწყო.
გამცილებლებლების განცხადებით, ახალგაზრდების ჯგუფმა მატარებლის ქონება დააზიანა. კერძოდ, მათ კედელი დახაზეს.