საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოკითხულთა 37%-ი ეკონომიკის მინისტრ, გიორგი გახარიას არ იცნობს. მეორე ადგილზე, 32%-ით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძეა. 28% არ იცნობს გია ჟორჟოლიანს, 25% – თამარ კორძაიას, 11% ზურაბ ჯაფარიძეს, 7% ლევან ვარშალომიძეს, 5% ირაკლი კობახიძეს, 3% კი დავით თარხან-მოურავს.
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საკუთარ ვებგვერდზე, საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის ოფიციალური შედეგები დღეს გამოაქვეყნა. ინსტიტუტმა გამოკითხვა 22 თებერვლიდან 8 მარტის პერიოდში ჩაატარა. გამოიკითხა 1501 რესპონდენტი. ცდომილება შეადგენს პლუს მინუს 2,5%.