aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს განმუხურის დასუფთავების სამსახურის უფროსის დაკავებას არ ადასტურებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

შსს-ს  ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურის დასუფთავების სამსახურის უფროსის დაკავებას არ ადასტურებს. ამის შესახებ “მეტრონომს” უწყებაში განუცხადეს. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი ერთი პირია დაკავებული, თუმცა ის  განმუხურის დასუფთავების სამსახურის უფროსი არ არის. საქმეზე გამოძიება 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

კერძოდ, ზუგდიდის რაიონის გამგეობის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელ რობერტ გამისონიას ნარკოტიკების მოხმარება დაუდგინდა. ის ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მეორე პირი კი, გამისონიას ნათესავი, დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებითაა დაკავებული.

ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ  სოფელ განმუხურის დასუფთავების სამსახურის უფროსი იმ დროს დააკავეს, როდესაც ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

 

იტვირთბა....