ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ჩემი სურვილია, უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს ნავსაყუდელი მათთვის, ვინც სხვა ფაკულტეტებზე ვერ მოხვდა“

„ჩემი სურვილია, უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს ნავსაყუდელი ისეთი ხალხის, რომლებიც სხვა ფაკულტეტებზე ვერ მოხვდა“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა,  სახელმწიფოს მხრიდან ზოგიერთი ფაკულტეტების მხარდაჭერა საჭიროა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ამ ფაკულტეტებზე ჩარიცხვის მსურველთა აკადემიური მოსწრებაც ადეკვატური იქნება.

„ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ზოგიერთი ფაკულტეტის მხარდაჭერა საჭიროა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ამ ხალხის აკადემიური მოსწრება ადეკვატური იქნება. მე ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ ერთი თვის ვადაში ამასთან დაკავშირებით უფრო ზუსტი ინფორმაცია გვქონდეს“, – განაცხადა ჯეჯელავამ.

იტვირთბა....