ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სამართალი

ჯერ უცნობია არიან თუ არა სანკტ-პეტერბურგში დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები: სამინისტრო ცხელ ხაზს აქვეყნებს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვში საქართველოს ინტერესების სექცია ცდილობს მოიძიოს ინფორმაცია, სანკტ-პეტერბურგში დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ და არიან თუ არა მათ შორის საქართველოს მოქალაქეები.

უწყების ინფორმაციით, ქ. სანკტ პეტერბურგის მეტროსადგურებს «Сенная площадь»-სა და «Технологический институт»-ს შორის მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციაში მოქმედებს ცხელი ხაზი: +7 926 926 2740.

ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.

ამ ეტაპზე რუსეთის მხარე არ ფლობს ინფორმაციას დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობის შესახებ.

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან სანკტ პეტერბურგში მოვუწოდებთ მაქსიმალურ კოორდინაციაში იყვნენ საქართველოს ინტერესების სექციის საკონსულო განყოფილებასთან და გაითვალისწინონ ადგილობრივი პოლიციის რეკომენდაციები.
სანკტ-პეტერბურგის მეტროში, ერთ-ერთი ვაგონში დაუდგენელი მოწყობილობა აფეთქდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სულ მცირე 10 ადამიანია დაღუპული. დაშავებულთა რაოდენობა კი 50-მდე აღწევს. სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენის ყველა სადგური დაიხურა.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ყველა ვერსია განიხილება, მათ შორის ტერაქტი.

იტვირთბა....