ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ორ ფრონტზე ვიბრძვი”: სააკაშვილის სიტყვა “ევროპის სახალხო პარტიის” ყრილობაზე

საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში უვიზო მიმოსვლა ახდენილი ოცნებაა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მალტაში, “ევროპის სახალხო პარტიის” ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხდა.

“ჩემმა მთავრობამ დაიწყო მოლაპარაკებები ამ საკითხზე, ავაშენეთ აეროპორტები, მოვამზადეთ საჭირო ინფრასტრუქტურა, მაგრამ არ გვჯეროდა, სანამ ეს მართლაც რეალურად არ მოხდა. ეს არის ახდენილი ოცნება. მადლობას ვუხდი “ევროპის სახალხო პარტიას” მხარდაჭერისთვის. მაქვს ორ ფრონტზე ბრძოლის პატივი. ვარ საქართველოსერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საპატიო თავმჯდომარე და ვხელმძღვანელობ უსწრაფესად მზარდ პარტიას უკრაინაში, მაგრამ დღეს საქართველოს შესახებ ვილაპარაკებ”, – აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, “2012 წელს საქართველოს ისტორიაში პირველად გადაეცა ძალაუფლება ახალ ძალას მშვიდობიანი, დემოკრატიული გზით, მაგრამ ეს ადამიანები არასდროს იქნებიან მზად, შექმნან ძალაუფლება ცვლილებებისა და რეფორმების გზით”

“9 წელი ვხელმძღვანელობდით ყველაზე წარმატებული რეფორმების ექსპერიმენტს პოსტ საბჭოთა სივრცეში, ჩვენ შევძელით ქვეყნის რადიკალური შეცვლა და სამაგალითო გავხადეთ რეგიონში. 2012 წელს საქართველოს ისტორიაში პირველად გადაეცა ძალაუფლება ახალ ძალას მშვიდობიანი, დემოკრატიული გზით, მაგრამ ეს ადამიანები არასდროს იქნებიან მზად, შექმნან ძალაუფლება ცვლილებებისა და რეფორმების გზით. დღეს ვართ ასეთ სიტუაციაში. ფორმალურად გვაქვს დემოკრატია, მაგრამ განადგურებულია რეფორმების ექსპერიმენტი, რაც იყო გამოწვევა რუსეთისთვის და პუტინის რეჟიმისთვის. ასეთივე სურათია რეგიონის სხვა ქვეყნებშიც, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ ღირებულებებს. ამიტომ “ევროპის სახალხო პარტიამ”, რომელიც ამ ღირებულებებს ეფუძნება, მის დასაცავად ხმა უნდა აიმაღლოს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

წყარო: pirveliradio.ge

იტვირთბა....