“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გივი თარგამაძე, სოციალური ქსელით “ქრონიკა პლუსის” რედაქტორ, ელისო კილაძის განცხადებას პასუხობს, რომლის თქმით, თარგამაძემ უკრაინელ პროკურორს სოლიდურ ფასად მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კომპორმატების მიყიდვა შესთავაზა:
“ჰოო, შორს გაუფრენია ქალბატონს ჩიტები… იური ლუცენკოს ძალზე დიდი ხანია ვიცნობ, ვმეგობრობ და ამის მიუხედავად, ვიცი რა რუსულ-სუსური წვდომა ჩვენს საერთაშორისო საუბრებსა და მიმოწერაზე, ვიცეპოლკოვნიკ ცერცვაძის გათავისუფლებაზე მთელი ჩვენი მიმოწერა თავად გავასაჯაროე, რამე კუდი რომ არ გამოებათ. სრულებით არ ვთვლი, რომ სააკაშვილთან ჩემი ერთობლივი მოღვაწეობა კომპრომატებს შეიცავს, ამდენად, გადასაცემი არაფერი მაქვს, გაიხმეთ ჩიტები. მესმის, ადამიანი გასაჭირშია, მაგრამ არ მგონია, რომ გამოსავალი “უკრაინულ ვიკილიკსს” დამსგავსებაში უნდა ეძებოს. შაბათიო… კვიპროსი… რუსების ძებნა რა ვთქვი, მეექვსე წელი ლიტვის გარდა ვერსად რომ ვერ დავდივარ, თორემ ეწვეოდა ერთ შაბათსაც კაცი კვიპროსს… ძველ მეგობრებთან ერთად ჭიქა ღვინოზე ძველ ამბებს გაიხსენებდა… ზღვაში ჩამავალი მზის უკანასკნელ სხივზე მოფარფატე ჩიტს გახედავდა და ჩუმად წაიბუტბუტებდა – ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო…”-წერს თარგამაძე.