მოსკოვში გამართულ მრავალათასიან მიტინგზე 900-მდე ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ასევე დააკავეს რუსული ოპოზიციის ლიდერი და აქციის ორგანიზატორი ალექსეი ნავალნი, რომლის სასამართლო პროცესზე დღეს ხმაურს ელიან.
აქციაზე პოლიციელებიც დაშავდნენ. 33 წლის პოლიციელს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყეს დაუდგენელი საგანი. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კორუფციის წინააღმდეგ მიმართული აქცია რუსეთის მასშტაბით გაიმართა. რამდენიმე კვირის წინ ალექსეი ნავალნის ორგანიზაციამ რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის კორუფციული გზით ქონების დაგროვების შესახებ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.