ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მრგვალ ბაღში აქცია “არა ჩადებას” გაიმართა

მრგვალ ბაღში, საპროტესტო აქცია “არა ჩადებას” გაიმართა. აქციაზე დაკავებული მიხეილ თათარიშვილის ოჯახის წევრები, ახლობლები, საქართველოს პრეზიდენტის შვილი, ანა მარგველაშვილი და გაზეთ ქრონიკა პლიუსის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ელისო კილაძის შვილს, დავით ხაშილაძესა და მიხეილ თათარიშვილს, ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს. ისინი ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის შეცვლას ითხოვენ. საპროტესო აქციის მონაწილეები ძალოვან სტრუქტურებს არსებული ნარკოპოლიტიკის პოლიტიკური ზეწოლის იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებენ.

“ყველა ხელისუფლებას ეს იმდენად გაუტკბა და იმდენად ადვილი დასამორჩილებელი არის ხალხი, როცა ნარკოტიკებს ჩაუდებენ. მე საუბარი მაქვს მათზე, ვისაც აბრალებენ, თორემ ნარკოპოლიტიკა უნდა არსებობდეს,” – განაცხადა მიხეილ თათარიშვილის მამამ, ლადო თათარიშვილმა.

შეგახსენებთ, გაზეთ “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორის, ელისო კილაძის შვილი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვისაა დაკავებული. მრგვ

იტვირთბა....