დიდ ბრიტანეთში აფეთქების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. პოლიციის ინფორმაციით, აფეთქება მერსისაიდის საგრაფოში, ლივერპულის მახლობლად, ცეკვის სტუდიაში მოხდა. შედეგად შენობა თითქმის მთლიანად დაინგრა, დაზიანდა ახლომდებარე შენობებიც.
დაშავებულებს შორის არიან რიგითი გამვლელები და ადამიანები, რომლებიც ახლოს მდებარე ჩინურ რესტორანში იმყოფებოდნენ.
ვარაუდობენ, რომ აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.