ახალი ამბები მთავარი სამართალი

დეკანოზი გიორგი მამალაძე შესაძლოა ორშაბათს გაათავისუფლონ

ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებული, დეკანოზი გიორგი მამალაძე, შესაძლოა ორშაბათს გაათავისუფლონ. სწორედ ამ დღეს, მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი აღნიშნული შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.

გუშინ სასამართლომ მამალაძის ადვოკატებს მეორედ უთხრა უარი სინოდის წევრების გამოკითხვაზე.
დაცვის მხარე დარწმუნებულია, რომ სასამართლოში შეძლებს იმის დამტკიცებას, რომ დეკანოზის ბარგში ციანიდი განგებ ჩადეს.

პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და წინასასამართლო განხილვამდე ერთთვიანი ვადა ითხოვა. ამ ახალი გარემოების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას დეკანოზის ადვოკატები სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების – პატიმრობის შეცვლის მოთხოვნით მიმართავენ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მან ჩვენება გამოძიებას უკვე მისცა. დეკანოზი ბრალს არ აღიარებს.

იტვირთბა....