ახალი ამბები მთავარი

„სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაიმართება“

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაიმართება და მოსახლეობას შემდეგი კითხვით მიმართავენ, სურთ თუ არა მათ, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს.

„სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობის სურვილი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე არავისთვისაა საიდუმლო. არსებობს შეთანხმება რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რომ რეფერენდუმი 2017 წელს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ჩატარდეს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ამგვარი შეთანხმება ჩემსა და პრეზიდენტს შორის არსებობს. რა თქმა უნდა, ჩვენ კონსულტაციებს გავივლით რუს კოლეგებთან, ვინაიდან ეს საკითხი რუსეთს უშუალოდ ეხება“, – აღნიშნა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის სპიკერმა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში „საპრეზიდენტო არჩევნები“ მიმდინარე წლის 9 აპრილს გაიმართება.

იტვირთბა....