კიდევ ერთი სასულიერო პირი დაიკითხა ე.წ. ცინაიდის საქმეზე – მამა დავით ჭინჭარაული. დაკავებული დეკანოზის, მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები კი სინოდის ყველა წევრის სასამართლო პროცესზე დაკითხვას ითხოვენ. საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა აცხადებს, რომ სინოდის წევრები მზად არიან პროკურატურას ყველა შეკითხვაზე გასცენ პასუხი.
“სასულიერო პირები, მათ შორის წმინდა სინოდის წევრებიც მზად არიან პროკურატურას მისცენ ჩვენება, მათთვის საინტერესო შეკითხვებთან დაკავშირებით, ამით ხელი არ ეშლება. ერთადერთი, ჩვენ რასაც მივუთითებდით მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებს, რომ უშუალოდ ადვოკატს ანუ ადვოკატებს არ ჰქონდათ უფლება, რომ დაეკითხათ ეს სასულიერო პირები. თუ პროკურატურა მოითხოვს, ასეთ შემთხვევაში ისინი მზად არიან, რომ ამომწურავი და დასაბუთებული ჩვენება მისცენ,“ – განაცხადა ქარჩავამ.