უფლებადამცველი ბაია პატარია სოციალურ ქსელში წერს:
“გუშინ რომ ყოვლად უპასუხისმგებლო მძღოლმა ბავშვი მოკლა ტროტუარზე და დღემდე დაკავებული არ არის – ჩვენი ბრალია!
და აი, რატომ:
1. საზოგადოება ასეთ შემთხვევებს ეძახის “უბედურს” და თანაგრძნობას იჩენს დამნაშავის მიმართ, რადგან მას თურმე არ უნდოდა ასეთი შედეგი. სითავხედე, ღორობა და ლიხაჩობა ხომ უნდოდა?! ჰოდა მაგის გამო კვდებიან ბავშვები. აუცილებლად უნდა შეიცვალოს ჩვენი დამოკიდებულება ასეთი დამნაშავეების მიმართ და უნდა შეიცვალოს კანონიც!!! ავარიცაა და ავარიაც, ტროტუარზე რა უნდა მანქანას…
2. აი, ხო მართლა ვშფოთავთ. რას ვაკეთებთ? არაფერს! გუშინ აქცია იყო და 15 ადამიანი მივიდა. ჩვენც უნდა შევიგნოთ, რომ ფბ-ზე ქოთქოთი საქმე არ არის! ტრაკის აწევა და აქციაზე მისვლა კი უკვე საქმეა. სამოქალაქო აქტივიზმი გვეზარება და იმდენად მნიშვნელოვნად არ მიგვაჩნია, რომ დრო გამოვიყოთ და თუნდაც სადმე მივიდეთ. გვგონია, სხვა მივა. არავინ არ მივა და არც ჩვრნ გასაკეთებელს იზამს ვინმე. თავის მოტყუებაა ეგ.
3. საჭიროა ნამდვილი ბრძოლა საგზაო უსაფრთხოებისთვის. ბევრი ენჯეოა ვინც ამაზე მუშაობს, იქნებ აიღოს ერთ-ერთმა ხელმძღვანელობა!”-წერს პატარაია.
შსს-ს პრესსამსახურმა, კითხვაზე, დაკავებულია თუ არა მძღოლი, რომლის გამო მცირეწლოვანი ბავშვი მოკვდა, ხოლო დედა სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში რეანიმაციაში რჩება, “მეტრონომს” უპასუხა, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.