შს მინისტრი ავარიის დროს დაღუპული 11 წლის გოგონას გარდაცვალების გამო მის ოჯახს უსამძიმრებს და აცხადებს, რომ საგზაო მოძრაობის წესები და სანქციები გასამკაცრებელია.
”ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას, ეს ნამდვილად ტრაგედიაა. მე ვფიქრობ, საკმაოდ გასამკაცრებელი არის სანქციები იმ დამრღვევი მძღოლების მიმართ, რომლებიც ასე დღისით, მზისით, ყველას თვალწინ უგულვებელყოფენ დადგენილ წესებს”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.