მთავრობის ადმინისტრაციის წინ, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ აქციის მონაწილეები ადმინისტრაციის შენობის წინ კარვების გაშლას ცდილობენ, მაგრამ პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს.
დაზარალებულები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და პირველადი დახმარების სახით 5000 ლარს მოითხოვენ.
შეგახსენებთ, სავაჭრო ცენტრი „ბავშვთა სამყარო“ ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა. დაზარალებული მოვაჭრეები რამდენიმე დღეა აქციებს კომპენსაციის მოთხოვნით აწყობენ.