ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

შავ ზღვაში ნატო-უკრაინის ერთობლივი წვრთნები დაიწყო

შავ ზღვაში ნატოსა და უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების ერთობლივი წვრთნები დაიწყო. სწავლებაში  უკრაინული სამხედრო გემები,  ნატოს ოთხი ხომალდი პოლონეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან და თურქეთიდან მონაწილეობენ.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, სამხედროები შეისწავლიან ტაქტიკურ მანევრებს , რადიოკავშირს, ნაღმების მოძიებასა და მათ განადგურებას.

აღსანიშნავია, რომ ნატო-უკრაინის ერთობლივი წვრთნების პარალელურად, ყირიმის ანექსიის მესამე წლისთავზე, რუსეთმა ნახევარკუნძულზე სამხედრო სწავლებები დაიწყო. წვრთნებში, რომელიც ოპუკის პოლიგონზე მიმდინარეობს, ჩართულია შავი ზღვის ფლოტის გემები და სამხედრო კოსმოსური ძალების შენაერთებიც.

იტვირთბა....