ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ძლიერი ქარის გამო 112-ში 100-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა

ძლიერი ქარის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში, 100-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა.

ქარმა დედაქალაქში ძირითადად, ხეები და შენობის სახურავები დააზიანა, რამდენიმე ადგილზე კი, სარეკლამო ბანერები მოგლიჯა.

ძლიერმა ქარმა სანზონაში, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ეზოში ხე დააზიანა. უსაფრთხოებისთვის საჭირო გახდა მისი მთლიანად მოჭრა.

დიდუბეში, ხოშარაულის ქუჩაზე კი, ქარმა რამდენიმე ობიექტს, სადაც ავტომობილების ტექნიკური მომსახურება ხდება, სახურავი ახადა.

რუსთავში ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები მოგლიჯა.

იტვირთბა....