ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას განცხადებით აფრთხილებს და  მოუწოდებს, თავი შეიკავონ  სურსათის შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები.

“სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავოს სურსათის შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები. ტემპერატურის მატებასთან ერთად იზრდება სურსათით ინტოქსიკაციის რისკი. განსაკუთრებით საშიშია არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში მაღალი რისკის შემცველი სურსათის – ხორცის და ხორცპროდუქტების, თევზის, რძის და რძის ნაწარმის, კვერცხის, მალფუჭებადი საკონდიტრო პროდუქტების შეძენა.
სურსათის ეროვნული სააგენტო გაფრთხილებთ, არასათანადო პირობებში განთავსებული სურსათი საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას!”,-ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....