ახალი ამბები მთავარი სამართალი

“შე ბრუციანო, შე ბრუციანოო…”: რატომ დატრიალდა ტრაგედია ვანში

ვანში, სოფელ ზეინდარში მამის მკვლელობაში ბრალდებულის  დედა აცხადებს, რომ  მკვლელობა შეურაცხყოფის ნიადაგზე მოხდა.

როგორც მოკლულის მეუღლემ და მკვლელობაში ბრალდებულის დედამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი შვილი მესამე ჯგუფის ინვალიდია, არ აქვს ცალი თვალი, რის გამოც მამა ხშირად დამამცირებელი სიტყვებით მიმართავდა:

“ინვალიდი ბიჭია ჩემი შვილი.  ჯარის ინვალიდია, მესამე ჯგუფის. 70 ლარი აქვს პენსია… ცალი თვალი დაკარგული აქვს სამხედროში… ტელევიზორს უყურებდა. ცოტა ნასვამი იყო ერთიც, მეორეც, შეილაპარაკეს, ამან აქედან, იმან იქიდან – შე ბრუციანო, შე ბრუციანოო და ამდენი ვეღარ მოითმინა ამან…” – ყვება ბრალდებულის დედა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამის მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია. ამოღებულია დანაშაულის იარაღი. გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იტვირთბა....