ვანის რაიონის სოფელ ზეინდარში, შვილი მამის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, სამართალდამცავებმა ბრალდებული პირი ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავეს. უწყების ცნობით, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის იარაღი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაულის მოტივი, ამ ეტაპზე უცნობია.