სპორტული კომენტატორის შვილი, ბუკა ობოლაძე მამის “რუსთავი 2”-დან “იმედზე” გადასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“სპორტული ჟურნალისტი-კომენტატორი: ჩემპიონთა ლიგა, რომელიც 18 წელი მიყავდა, დაუხურეს?! დაუხურეს. საფეხბურთო გადაცემა “სპორტ თაიმი” 2-ჯერ დაუხურეს?! დაუხურეს. საფეხბურთო ღამე დაუხურეს? დაუხურეს. დასვეს გადაცემა შუადღეში, რომელიც მის პროფესიას არ შეესაბამება. თავისი საქმის კეთება სადაც შეუძლია იქ მიდის. ხალხის აზრი? მოღალატე, ბიძინას მონა. სხვისი კრიტიკა კარგად გამოსდის ამ ხალხს. ჯერ საკუთარ ცხოვრებას გადახედეთ. იქ წავიდა სადაც თავის საქმეს გააკეთებს.”-წერს ბუკა ობოლაძე.
როგორც დიმა ობოლაძემ “მეტრონომს”განუცხადა, “იმედიდან” კარგი შეთავაზება მიიღო და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა “რუსთავი 2”-დან წასვლა.

