aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

დანაშაულებრივმა ჯგუფმა საზღვარგარეთიდან შემოსული დიდი ოდენობით საერთაშორისო სატელეფონო ზარი ადგილობრივ ზარად გარდაქმნა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,  სამართალდამცავებმა სატელეფონო კომუნიკაციის სფეროში ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულებრივი ფაქტები გამოავლინეს.

ფინანსური პოლიციის განცხადებით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, ელექტრონული მოწყობილობა სიმ-ბოქსის საშუალებით, საზღვარგარეთიდან შემოსული დიდი ოდენობით საერთაშორისო სატელეფონო ზარი გარდაქმნეს ადგილობრივ ზარად და მომხმარებელს ამ ფორმით მიაწოდეს, ყოველგვარი გადასახადის გადახდის გარეშე.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სატელეფონო კომპანიებისათვის საერთაშორისო ზარის ტარიფი ერთ წუთზე, მნიშვნელოვნად აღემატება ადგილობრივი ზარისათვის დადგენილ ტარიფს და ამავდროულად, იბეგრება აქციზის გადასახადით.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფების ამგვარი ქმედება, გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვან ფინანსურ ზიანს აყენებდა ქართულ სატალეფონო კომპანიებს და სახელმწიფო ბიუჯეტს, ასევე აფერხებდა ქვეყანაში სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარებას.

საგამოძიებო სამსახურმა ბათუმსა და თბილისში, სხვადასხვა საცხოვრებელი სახლებიდან 10 ერთეული ელექტრონული მოწყობილობა სიმ-ბოქსი ამოიღეს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 185-ე, 192-ე და 218 – ე მუხლით, რაც ითვალისწინებს 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას

იტვირთბა....