ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მარგველაშვილი 50-ზე მეტი ქვეყნის მოქმედ და ყოფილ ლიდერს სიტყვით მიმართავს

პრეზიდენტი მარგველაშვილი დღეს, ბაქოს გლობალურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად აზერბაიჯანის დედაქალაქში მიემგზავრება.
მისი პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის ინფორმაცით, მარგველაშვილი 50-ზე მეტი ქვეყნის მოქმედ და ყოფილ ლიდერს სიტყვით მიმართავს.
“საქართველოს პრეზიდენტი ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან ორმხრივ შეხვედრასაც გამართავს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აკადემიაში კი, საქართველოს პრეზიდენტისთვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ოფიციალური ცერემონია გაიმართება”, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

იტვირთბა....