ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მნიშვნელოვნად გაზრდილია სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადამიანების მიმართ ფარული მიყურადება”

 

,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ წევრი ირაკლი აბესაძე მოსმენების კანონთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია კანონი შეიცვალოს და მოვიდეს კანონთან შესაბამისობაში:

,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიში ცხადყოფს, რომ შარშან, წლის დასაწყისში გამოქვეყნებული პირადი ცხოვრების უკანონო ჩანაწერებზე მიმდინარე გამოძიება ჯერჯერობით უშედეგოდ მიმდინარეობს. ამასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაზრდილია სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადამიანების მიმართ ფარული მიყურადების განხორციელების რაოდენობა და აი ამ ფონზე, საქართველოს ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებას და სამართალდამცავ ორგანოებს, კერძოდ სუს-ს კიდევ უფრო მეტად უზრდის შესაძლებლობას განახორციელოს მეტი ადამიანის მიყურადება ნაკლები კონტროლის პირობებში, რაც რა თქმა უნდა, პირდაპირ პროპორციულად ზრდის უკანონო მოსმენების და ადამიანის პირადი ცხოვრების დარღვევის შესაძლებლობას. ეს ყველაფერი კარგად ვნახეთ, რომ ,,ქართული ოცნების’’ ხელისუფლების მხრიდან გამოიყენება მისთვის არასასურველი პიროვნებების პოლიტიკური შანტაჟისთვის’’,- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

 

იტვირთბა....