საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური თვითგამოხატვის კულტურა და აზრის გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა ყველამ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფოს ექნება ძალიან მკაცრი და ნათელი პოზიცია ნებისმიერ ძალადობაზე.
„მე არ ვარ გამომძიებელი და ბუნებრივია, მომხდარზე ზუსტ პოზიციას ვერ დაგიფიქსირებთ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ როცა იწყება ძალადობა, იქ ძალიან ნათლად უნდა გამოჩნდეს, რომ არცერთ ადამიანს არ აქვს უფლება საქართველოში, ძალადობით, ვანდალიზმით თავის თანამოქალაქეებს და სახელმწიფოს ესაუბროს.
ადამიანები, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, უკლებლივ ყველა უნდა იყოს აღმოჩენილი, დაკავებული და სასჯელი უნდა იყოს სამაგალითო. ასეთი ვითარება, რომ მიტინგი უცებ გადაიზარდოს ვანდალიზმში და მანქანების დაწვაში, ეს არ არის ქართული პოლიტიკური კულტურა.
ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარე მიტინგზე. ისე ვახერხებდით ამის გაკეთებას, რომ არავისთვის არაფერი დაგვიშავებია. პოლიტიკური თვითგამოხატვის კულტურა და აზრის გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია, მაგრამ იცოდეთ, სახელმწიფოს ექნება ძალიან მკაცრი და ნათელი პოზიცია ნებისმიერ ძალადობაზე“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.