ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“დეკანოზ მამალაძემ გერმანიაში წასვლამდე ბანკიდან 30 000 ლარი სესხის სახით გამოიტანა”

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის არჩილ ტყეშელაშვილის  განცხადებით, გამოძიებით დადგენილია,  რომ დეკანოზ გიოროგი მამალაძემ გერმანიაში გამგზავრებამდე, ბათუმში ბანკიდან სესხის სახით 30 000 ლარი გამოიტანა.  ამის შესახებ  პროკურორმა გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„ბრალდებული ჩანაწერებშიც ცალსახად აცხადებს, რომ ციანიდი უნდა გერმანიაში წასვლამდე. დადგენილია, რომ გერმანიაში გამგზავრების წინ გიორგი მამალაძე მიდის ბათუმში, სადაც ბანკიდან გამოაქვეს სესხი 30 000 ლარი. ამის შემდეგ აღარ დაკავშირებია ირაკლი მამალაძეს. ბრალდებულს დაკავებისას აღმოაჩნდა 4 500 ევრო და 500 აშშ დოლარი, რაც ეკვივალენტია 14 000 ლარის, ხოლო სხვაობა გამგზავრებამდე გახარჯა. ვის გადაუხადა თანხა და ვისგან შეიძინა ციანიდი, ამაზე გამოძიება მუშაობს“, – განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

იტვირთბა....