ე.წ. მატროსოვის ციხეში „ციანიდის საქმეზე“ ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის დასაკითხად პროკურორები და მისი ადვოკატები მივიდნენ.
როგორც ჟურნალისტებს პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განუცხადა, ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ამოეწურა ყველა საბაბი, რატომაც კრიტიკულ შეკითხვებს არ სცემდა პასუხს.
პროკურორის თქმით, შეკითხვები შეეხება ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის მომწამვლელი ნივთიერების შეძენის საკითხს.
„რა თქმა უნდა, დღესაც რაიმე ახალ მიზეზს თუ არ დაასახელებს და თავს არ აარიდებს საგამოძიებო მოქმედებებს, ჩვენ გამოვცხადდით ბრალდებულის დასაკითხად. დარწმუნებული ვართ, მას ადრე თუ გვიან მოუწევს მძიმე ბარლდებებს გასცეს პასუხი და ასევე უპასუხოს ყველა შეკითხვას ამომწურავად. დღეს იმ იმედით ვხვდებით მას, რომ დავასრულოთ ეს საგამოძიებო მოქმედებები. შეკითხვები არსებობს ბევრ თემაზე, მათ შორის მომწამვლელი ნივთიერების შეძენის საკითხზე და ჩვენ ამაზე დავსვათ შეკითხვებს“, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.