ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ბათუმის აქციის ორგანიზატორი ამბობს, რომ განადგურებით ემუქრებიან

მერაბ ღოღობერიძე, რომელიც ბათუმის აქციის ორგანიზატორია, საკუთარ ფეისბუქზე პოტს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ მას ემუქრებიან:

“თითქმის დღეში ათი მუქარა მაინც შემომდის რომ გამაქრობენ გამანადგურებენ და ათასი საზიზღრობა. უბრალოდ შეგნებულად არ ვდებდი და არ ვაქვეყნებდი სურათებს დავიწყე შეგროვება და გამოქვეყნება ამ ადამიანთა ჯგუფის
დანარჩენი თქვენთვის მიმინდია თუ ვინები არიან და რას წარმოადგენენ.
Dimitri Grdzelidze
საყოველთაო ჯანდაცვა,მონიტორინგის სამსახური-ად ჯანდაცვის სამინისტრო Ministry Of Labour,Health&Social Affairs Of Georgia-შ ცხოვრობს Kutaissi-ში”

ცოტა ხანში ღოღობერიძე მორიგ პოსტს დებს:

“მე უკვე უნდობლობას ვუცხადებ გამოძიებას. ის რაც მოვისმინე გუშინ შსს მინისტრისაგან ჯერ არ დაწყებული არც შიდა მოკლევისა და არც გამოძიების აჭარის შსს საპატრულო პოლიციის უფროსის მიმართ მინისტრმა საჯაროდ დაანონსა გამოძიების დასრულებამდე რომ ყველაფერი რიგზეა და არაფერ მსგავს ქმედებებს ადგილი არ ქონიაო. (500 მაყურებელი ჩვეულებრივ იყო გამოსული სასეიროდ. 100 ავანტურისტის ცირკობას უყურებდაო.)

იქნებ ქუჩაში გაგევლოდ მოსახლეობას პირადად გასაუბრებოდით ან მოგეწვიათ სამოქალაქო საზოგადოება და კი გეტყოდათ სათქმელს ბატონო მინისტრო თორე ამათ ხელში სიმართლეს საიდან გაიგებდი ისეც გიმტკიცებდნენ ყველაფერი რიგზეაო) – წერს საკუთარ ფეისბუქზე მერაბ ღოღობერიძე.

 

 

იტვირთბა....