გაეროს შეფასებით, მსოფლიო 1945 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისის წინაშეა. ორგანიზაციის მონაცემებით, 4 ქვეყანაში: იემენში, სამხრეთ სუდანში, სომალისა და ნიგერიაში 20 მილიონზე მეტ ადამიანს შიმშილი ემუქრება. ისინი ვარაუდობენ, რომ შიმშილის მიზეზით უკვე წელს, შესაძლოა, მილიონ ნახევრამდე ბავშვი დაიღუპოს.
ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის განცხადებით, თუ სასწრაფო ზომებს არ მიიღებენ, ამ ქვეყნებში მძიმე ჰუმანიტარული ვითარება კატასტროფული გახდება.
მისივე თქმით, ამის თავიდან ასაცილებლად ქვეყნებში ივლისამდე 4 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ჰუმანიტარული დახმარების ჩატანაა საჭირო.