„კობახიძისგან მსგავსი განცხადებები ძალიან გამიკვირდა. თავიდან პარლამენტის თავმჯდომარე იქცეოდა ძალიან კონსტრუქციულად. ამას ოპოზიციაც აღიარებდა. მერე რა მოხდა, რატომ გამოვიდა წყობიდან, რატომ გააკეთა ეს განცხადებები, ჩემთვის გაუგებარია“- ამის შესახებ ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში განაცხადა. საქმე ეხება ბოლო დროს პარალემტნის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შორის დაპირისპირებას.
„როგოც ჩანს, შიდა კულუარებში უფრო დაძაბულია სიტუცია. რაც გარედან ჩანს, ეს ყველაფერი იღებს აბსურდის სახეს, რადგან პრეზიდენტს აქვს ყველაზე მეტი პოლიტიკური ლეგიტიმაცია საქართველოში, რადგან ის პირდაპირი წესით არის არჩეული. ეს ფაქტია და ამას ვერავინ წაუვა! ნებისმიერ სხვა პოლიტიკოსზე გაცილებით მეტი ლეგიტიმაცია აქვს პრეზიდენტს! ეს აკრძალვები, შეზღუდვები თუ მუქარები სრული აბსურდია. ეს გაცილებით მომგებიან სიტუაციაში აყენებს პრეზიდენტს და წამგებიანში – უმრავლესობას და პარლამენტის თავმჯდომარეს.
კობახიძისგან მსგავსი განცხადებები ძალიან გამიკვირდა. თავიდან პარლამენტის თავმჯდომარე იქცეოდა ძალიან კონსტრუქციულად. ამას ოპოზიციაც აღიარებდა. მერე რა მოხდა, რატომ გამოვიდა წყობიდან, რატომ გააკეთა ეს განცხადებები, ჩემთვის გაუგებარია. ეტყობა, თავში აუვარდა საკუთარი თანამდებობა, თანაც იმ დოზით, რომ ეს ჩვენ ვერც კი წარმოგვიდგენია,“-აცხადებს გაზეთ “ახალ თაობასთან” თორნიკე შარაშენიძე.