ახალი ამბები მთავარი სამართალი

შეყვარებულთან დაშორების გამო მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა

ქალაქ რუსთავში მეგობრობის გამზირზე, მამკაცმა თვითმკვლელობა სცადა. ადგილობრივების ინფორმაციით, 42 წლის მამაკაცს რომელიც მეგობარ გოგონას დაშორდა სუიციდის მცდელობა ჰქონდა, თუმცა პოლიციაში დარეკვის შემდეგ მან განზრახვა გადაიფიქრა.  საცხოვრებელ სახლთან მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

მამაკაცის მეზობლების ინფორმაციით, ოჯახური პრობლემების გამო ემოციურად რთული მდგომარეობა ჰქონდა, 112-ზე დარეკა და ფსიქოლოგთან გასაუბრება ითხოვა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა გადიფიქრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.

იტვირთბა....