ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე, ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. თვითმხილველების თქმით, შუა ხნის კაცი ავტომობილიდან გადავიდა და ფეხით მოსიარულე ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც მეუღლე ახლდა თან, ცივი იარაღით დაჭრა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილლურად მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულის ცხელ კვალზე გახსნა მოხდა და ფაქტზე ეჭვმიტანილის სახით, ახალგაზრდა მამაკაცია დაკავებული. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით არის აღძრული, რომელიც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.