ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მომხრე ვარ, საეკლესიო სამართალი ამუშავდეს”: სინოდის რიგგარეშე სხდომა დაიწყო

წმინდა სინოდის რიგგარეშე სხდომა დაიწყო.  ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა სინოდის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს გაესაუბრა. მისი თქმით,  მომხრეა საეკლესიო სამართლი ამუშავდეს,  თუმცა არ იცის, დღეს წინასწარ რა საკითხები იქნება განხილული სინოდის სხდომაზე:

“საკითხებს ვერ გეტყვით, რამეთი წინასწარ უწყება არ ყოფილა. შემიძლია ვივარაუდო, რომ საერო სამართლისგან განსხვავებით, საეკლესიო სამართალი არ იქნება მიკერძოებული, ჩვენ ვიმსჯელებთ, გავაგრძელებთ ჩვენს მიერ დაწყებული თემით. მე მომხრე ვარ, რომ საეკლესიო სამართალი ამუშავდეს და დადგეს ყველა დასასჯელის საკითხი.

ამ ჩანაწერებმა დაგვანახამ,თუ როგორი არ უნდა იყოს სასულიერო პირი, თუ რა არასახარბიელო გარემოცვაა საპატრიარქოს წიაღში და რამდენად საჭიროა რაღაც მსგავსი რუს-ურბნისის კრებისა. რაც შეეხება იმას, რომ მამა გიორგი არავის მოსაწამლად არაფრით არ მიდიოდა, ამაში ვარ დარწმუნებული”, – განაცხადა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ.

შეგახსენებთ, რომ 8 მარტს პროკურატურამ გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერების ნაწილი, სადაც დეკანოზი გიორგი მამალაძე ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს თხოვს ციანიდის შოვნას. ჩანაწერში დეკანოზი საუბრობს, რომ შორენა თეთრუაშვილი “დასაბრედია” და ის “მარილზე უნდა გაუშვან”.

იტვირთბა....